გარანტია
SEZONI-ს ბრენდის ქვეშ არსებულ პროდუქციაზე ვრცელდება სეზონი.ჯი*SEZONI.GE-ს ოფიციალური გარანტია.
კანონისმიერი გარანტია
- საგარანტიო მომსახურება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი მომხმარებელი წარმოადგენს სეზონი.ჯი*SEZONI.GE ქსელში შეძენის დამადასტურებელ ქვითარს ან სხვაგვარად შესაძლებელია ნივთის შესყიდვის იდენტიფიცირება.
- თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.
- საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
- საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.
- საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
- მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
- მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
- მომხმარებელს უფლება აქვს, ისარგებლოს ზემოხსენებული უფლებებით, თუ საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა.
- თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.
დამატებითი საგარანტიო პირობები
- ნივთის მომხმარებლისთვის გადაცემისას, ის ვალდებულია დაათვალიეროს/შეამოწმოს ნივთის გარეგნული მდგომარეობა და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით დაადასტუროს, რომ ნივთს არ გააჩნია ვიზუალური წუნი.
- ნივთის მომხმარებლისთვის გადაცემასთან ერთად მასზე გადადის მისი შემთხვევით დაღუპვის (განადგურების), გაფუჭების ან დაზიანების რისკი იმ შემთხვევაშიც თუ, მას მომხმარებლის დავალებით გადამზიდავი აგზავნის. ხსენებული რისკები მომხმარებელზე გადავა ნივთის გადამზიდავისთვის მიწოდების მომენტიდან.
- საგარანტიო პერიოდის განმავლობაში საგარანტიო მომსახურება უფასოა.
- ნივთის შეკეთების ვადაა მაქსიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე (ყოველ ნივთზე შეკეთების ვადა განისაზღვრება ინდივიდუალურად 7 დღიდან 30 დღემდე). გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნივთის შეკეთებისთვის აუცილებელი ნაწილები/დეტალები საჭიროებს უცხო ქვეყნიდან საქართველოში მოწოდებას, რა დროსაც ხსენებული ვადა განისაზღვრება 60 (სამოცი) კალენდარული დღით.
- ნივთის შეცვლა ხდება იგივე ნივთით და თუ ეს შეუძლებელია, მომხმარებლის თანხმობით, მეტი (მომხმარებლის მიერ ფასის სხვაობის დაფარვით) ღირებულების სხვა ნივთით.
- შეცვლისას ნივთის ღირებულება განისაზღვრება მისი შეძენისას არსებული ღირებულებით.
საგარანტიო მომსახურებას (გარანტიას) არ ექვემდებარება:
თუ საგარანტიო ვადა ამოწურულია;
- თუ საგარანტიო ქვითარი დაკარგულია ან მასში მონაცემები შეცვლილია, წაშლილია ან გადაკეთებულია და სხვაგვარად შეუძლებელია ნივთის იდენტიფიცირება;
- ნივთის კორპუსზე არ იკითხება ან ამძვრალია სერიული ნომერი/იმეი კოდი და სხვაგვარად შეუძლებელია ნივთის იდენტიფიცირება;
- დაზიანება გამოწვეულია პლომბის ან ლუქის მოცილებით;
- პროდუქტის კომპლექტაცია არ არის წარმოდგენილი სრულყოფილად
- ნივთი დაზიანდა არასწორი ექსპლუატაციის გამო
- თუ ნივთი არაა საწარმოო ან კომერციული დანიშნულების და დაზიანდა კომერციული დანიშნულებით გამოყენებისას
- ნივთი შეკეთებულია / გახსნილია თვითნებურად, ან არაოფიციალურ სერვისცენტრების მიერ
- დაზიანება გამოწვეულია ფიზიკური ზემოქმედებით და არასათანადო ექსპლუატაციით;
- დაზიანება გამოწვეულია ცვალებადი, მაღალი ან დაბალი ელ.ენერგიის მიწოდებით;
- დაზიანება გამოწვეულია ელ. ქსელის გაუმართაობით ან მომხმარებლის ბრალეულობით მექანიზმის დანესტიანებით;
- დაზიანება გამოწვეულია ნივთის დაშლის (გახსნის) ან/და თვითნებური შეკეთების შედეგად;
- სხვა გარეშე პირების მიერ ჩატარდა სამონტაჟო ან სარემონტო სამუშაოები, რამაც გამოიწვია ნივთის დაზიანება;
- დაზიანება გამოწვეულია ნივთის კონსტრუქციაში თვითნებური ცვლილებების შეტანის შედეგად;
- შეძენილი საქონელი იქნა გამოყენებული კომერციული და სამეწარმეო მიზნებისთვის;
- დაზიანება გამოწვეულია კომპიუტერული ვირუსის ან შეუსაბამო ფაილის მიერ;
გარანტია ცალკეული პროდუქციისთვის:
გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ კომპანია სეზონი.ჯი*SEZONI.GE ვუკვეთავთ პროდუქციას ქარხნებს და ვანხორციელებთ დამზადებული პროდუქციის ტესტირებას ევროპული სტანდარტების შესაბამისობაზე და ამავდროულად ვანხორციელებთ პროდუქციის იმპორტს უშუალოდ ქარხნებიდან, გვაქვს საშუალება რომ ვიყოთ პასუხისმგებელნი ჩვენი პროდუქციის ხარისხზე, სანდოობასა და ფასზე რაც გამოიხატება საგარანტიო პირობებით.
- ბატუტი: SEZONI-ს ბრენდის ბატუტებს აქვს 5 წლიანი ქარხნული გარანტია (სეზონი.ჯი*SEZONI.GE ბატუტების იმპორტით დაკაავებულია 14 წელია, 2022 წლამდე ვანხორციელებდით ბატუტების იმპორტს მხოლოდ ჩინეთიდან რაც დაბრკოლებას გვიქმნიდა გარანტიის გაცემაში, ამიტომ 2022 წლიდან ჩვენ დავიმატეთ პოლონურუ THUNDER ის ბრენდის ბატუტები, რამაც საშუალება მოგვცა თამამად და სიამაყით განგვეთავსებინა ჩვენი ლოგო პოლონურ ბატუტებზე და შეგვექმნა THUNDER-ისა და SEZONI-ს ერთობლივი შედევრი, რაც თავისთავად გულისხმობს რომ ჩვენ სეზონი.ჯი*SEZONI.GE ვართ პასუხისმგებელნი პროდუქციის ხარისხზე, სანდოობასა და ფასზე).
- აუზი: BESTWAY-ს ბრენდის კარკასულ აუზებს აქვს 1 წლიანი ქარხნული გარანტია (გამომდინარე იქიდან რომ BESTWAY სა და სეზონი.ჯი*SEZONI.GE-ს პარტნიორობა უკვე 18 წელს ითვლის შეგვიძლია ვიყოთ პასუხისმგებელნი BESWTAY-ს პროდუქციაზე რადგან, BESTWAY-ს პროდუქცია დამზადებულია უმაღლესი ხარისხის მასალისგან და აქვს ექსპლუატაციის ხანგრძლივი პერიოდი რომელიც საშუალოდ 7-8 წელს გრძელდება გამოყენების წესების დაცვის შემთხვევაში).
- მასაჟორი სავარძელი: მასაჟორ სავარძლებს აქვს 1 წლიანი ქარხნული გარანტია, (მასაჟორი სავარჩლები ჩვენთან სეზონი.ჯი*SEZONI.GE-ში 2022 წლიდან გამოჩნდა გაყიდვაში და ამ პერიოდის განმავლობაში დამამზადებელმა ქარხანამ მოახერხა რომ დაემტკიცებინა ხარისხის საიმედოობა და ჩვენ თამამად ვაცხადებთ რომ შეგვიძლია ვიყოთ პასუხისმგებელნი პროდუქციის ხარისხზე, გამძლეობაზე, სანდოობასა და ფასზე).
- საბავშვო ელექტრო მანქანა: საბავშვო ელექტრო მანქანებს აქვს 1 წლიანი ქარხნული გარანტია, (საბავშვო ელექტრო მანქანები ჩვენთან სეზონი.ჯი*SEZONI.GE-ში გამოჩნდა 2024 წელს და მას შემდეგ ქარხანა ახერხებს დაგვიმტკიცოს რომ ამზადებს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას და არის სანდო და საიმედო, რამაც მოგვცა საშუალება რომ გავხდეთ პასუხისმგებელნი პროდუქციის ხარისხსა და საგარანტიო პირობებზე.
პროდუქტის უკან დაბრუნების წესი:
- მომხმარებელს უფლება აქვს ნივთის ჩაბარებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში დააფიქსიროს მოთხოვნა შეძენილი ნივთის უკან დაბრუნების თაობაზე.
- ვადა აითვლება მომხმარებლისთვის ნივთის მფოლობელობაში გადაცემის მომენტიდან, ამ ვადის გასვლასთან ერთად მომხმარებელი კარგავს ნივთის უკან დაბრუნების უფლებას.
- კომპანია ვალდებულია მომხამრებლის მიერ საქონლის უკან დაბრუნების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, მომხმარებელს უკან დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი თანხა, დაბრუნებული ნივთის საფასური მომხამრებლებს დაუბრუნდება ანაზღაურების იმ მეთოდით, რომელიც მომხამრებელმა დააფიქსირა.
- მომხამრებელი ვალდებულია კომპანაის დაუბრუნოს საქონელი, ნივთის უკან დაბრუნებაზე შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისსა. ამ ვადის გასვლის შემდეგ, მომხამრებელი კარგავს საქონლის უკან დაბრუნების უფლებას
- მომხმარებელი ვალდებულია გასწიოს საქონლის უკან დაბრუნების ხარჯი
- იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი გადაწყვეტს ნივთის უან დაბრუნებას, უნდა შეატყობინოს კომპანიას შემდეგი გზებით: ელექტრონულ ფოსტაზე მოწერით: info@sezoni.ge ან ცხელ ხაზზე: 0322192345. სადაც აუცილებლად უნდა დააფიქსიროს შემდეგი მონაცემები: სახელი და გვარი, პირადი ნომერი, შეკვეთის ნომერი (ID). დაბრუნების შემთხვევაში მომხმარებელმა ნივთს მიწოდება უნდა განახორციელოს შემდეგ მისამართზე: თბილისი, დიღომი, აღმაშენებლის 2ბ. დაბრუნების დრო 11:00 - 18:00სთ (შაბათ-კვირის გარდა)
- არ ბრუნდება კანონით გათვალისწინებული გამონაკლისები: ჰიგიენური ნივთები, რომელსაც ჰერმეტულობა დაერღვა მომხმარებლისთვის მიწოდების შემდეგ
- არ ბრუნდება 30 ლარამდე პროდუქცია
- არ ბრუნდება გამოყენებული პროდუქცია, თუ კომპანიას არ აქვს იმის შესაძლობლობა, რომ საკუთარი სახსრებითა ნივთი მოიყვანოს ხელახლა გასაყიდ კონდიციაში
- კანონის შესაბამისად, თუ ნივთის ან მის თანმხბლებ ნაწილებს აღენიშნება რაიმე სახის ცვლილება (არ იგულისხმება სტანდარტულ პირობებში ყუთის გახსნა, რათა დათვალიერდეს პროდუქტი) კომპანია იტოვებს უფლებას ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა და შესაბამისად უკან დაგიბრუნოთ თქვენს მიერ გადახდილი თანხის ნაწილი, ნივთის მდგომარეობის შესაბამისად.