პროდუქტის შეძენა
ძვირფასო მომხმარებელო გთხოვთ გაითვალისწინოთ!
შეძენა ბარათით
1. შეარჩიეთ პროდუქტი/პროდუქცია რომლის შეძენაც გსურთ და დაამატეთ კალათაში.
2. აირჩიეთ პროდქტის ჩაბარების მეთოდი (ადგილზე მიტანის სერვისი/გატანის სერვისი)
3. შეავსეთ ყველა მოთხოვნილი ველი.
4. დააჭირეთ ღილაკს "გადახდა"
5. ბარათით გადახდის შემთხვევაში ისარგებლეთ დამატებით ფასდაკლებით.
4. გთხოვთ პროდუქციის შეძენამდე გადაამოწმოთ სასურველი პროდუქტის მარაგში არსებობა ჩვენს ოპერატორთან:
ტელ: 0322 19 2345; 558 23 33 00
საბანკო მონაცემები
ს.ს. "TBC ბანკი"
ა/ნ : GE04TB7424736020100001
ს.ს. "CREDO ბანკი"
ა/ნ : GE60CD0360000020339314
დარწმუნდით რომ ნამდვილად გსურთ შერჩეული პროდუქტის შეძენა რადგან:
1. არ ხდება შეკვეთის გაუქმება.
2. გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება.
3. შეძენილი პროდუქტის გადაცვლა არ ხდება.
4. პროდუქტის შეცვლა ხდება მხოლოდ ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში ანალოგიურ პროდუქტში, (გთხოვთ კურიერის მიერ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტზე ხელის მოწერამდე კარგად შეამოწმოთ პროდუქტი, რადგან მიღება-ჩაბარების აქტზე ხელის მოწერის შემთხვევაში თქვენ ადასტურებთ რომ მიღებული პროდუქტი აკმაყოფილებს ყველა თქვენს მოთხოვნას და თქვენ თანახმა ხართ კონკრეტული პროდუქტის ჩაბარებაზე).
მაღაზია - ტელ: 558 23 33 00
საწყობი - ტელ: 558 43 33 00
ელ.ფოსტა: INFO@SEZONI.GE
მის.: თბილისი, ვაშლიჯვრის ასახვევი, აღმაშენებლის 2ა
მაღაზია/საწყობი " S E Z O N I "
ტერმინების განმარტება
- პლატფორმა - ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმა ვებ-გვერდი www.sezoni.ge
- მოვაჭრე - საქონლის გამყიდველი პირი, "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
- საქონელი - პლატფორმის საშუალებით შემოთავაზებული პროდუქცია.
- შუამავალი - შუალედური მომსახურების მიმწოდებელი პირი "ელექტრონული კომერციის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად
- მომხმარებელი - ნებისმიერი პირი, რომელიც სარგებლობს წინამდებარე პლატფორმით, მათ შორის პლატფორმის ვიზიტორები, ფიზიკური პირები რომლებიც ანთავსებენ შეკვეთას და მომსახურების მიმღებნი.
- სეზონი - პლატფორმის მესაკუთრე და კანონიერი განმკარგავი შპს ელთგ ს/კ 402009802
შესავალი
- სეზონი პლატფორმის საშუალებით მოვაჭრეებს აძლევს საშუალებას შესთავაზონ და გაყიდონ სხვადასხვა სახის საქონელი, ხოლო მომხმარებლებს - შეიძინონ საქონელი საქართველოს მასშტაბით.
- ძირითად შემთხვევაში, სეზონი არის მოვაჭრე, რის შესახებაც მითითებული არის კონკრეტული გასაყიდი საქონლის აღწერილობაში.
კანონისმიერი გარანტია
- კანონისმიერი გარანტიის პირობები ვრცელდება მხოლოდ იმ მომხმარებლებზე, რომლებიც არიან ფიზიკური პირები.
- თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.
- საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
- საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.
- საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
- მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
- საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
- მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
- გამყიდველის მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
- მომხმარებელს უფლება აქვს, ისარგებლოს ზემოხსენებული უფლებებით, თუ საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა.
- თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება
მომსახურებასთან დაკავშირებული გარანტიები
- სეზონი იღებს ვალდებულებას, რომ გაუწევს მომსახურებას მომხმარებელს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მომსახურებაში იგულისხმება ნებისმიერი მომსახურება, რომელსაც სეზონი უწევს მომხმარებელს, მათ შორის საკურიერო მომსახურება.
- იმ შემთხვევაში თუ გაწეული მომსახურეობა არის ნაკლიანი ან გადაცილებულია ვადა, მომხმარებელმა უნდა განუსაზღვროს სეზონს მომსახურების გაწევის/ნაკლის აღმოფხვრის გონივრული დამატებითი ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, მომსახურების ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
- დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს:
-
- მოვაჭრის ხარჯით მომსახურების გაწევა ან ნაკლის აღმოფხვრა სხვა პირს შესთავაზოს.
- მოითხოვოს მომსახურების ფასის ადეკვატური შემცირება.
- უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- დამატებითი ვადის განსაზღვრა სავალდებულო არ არის, თუ აშკარაა, რომ ამას არავითარი შედეგი არ ექნება, ან მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულება მომსახურების დროულად მიღებას დაუკავშირა.
- თუ მოვაჭრემ დროულად არ დაიწყო მომსახურების გაწევა ან მომსახურების პროცესი უსაფუძვლოდ ჭიანურდება, რაც მომსახურების დათქმულ ვადაში გაწევას შეუძლებელს ხდის, მოვაჭრეს არ აქვს უფლება, მოითხოვოს მომსახურების პროცესში გაწეული ხარჯების ანაზღაურება, აგრეთვე გაწეული მომსახურების საზღაური, თუ მომხმარებელმა ხელშეკრულების ნაწილობრივი შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა.
კომერციული გარანტია
- კონკრეტულ საქონელს კანონისმიერ გარანტიასთან ერთად შეიძლება გააჩნდეს დამატებითი კომერციული გარანტია, რომლის ვადა და პირობები მითითებული იქნება კონკრეტული პროდუქტის აღწერილობაში.
- კომერციული გარანტია არ ზღუდავს კანონისმიერი გარანტიის პირობებს.
საქონლის უპირობოდ დაბრუნების პოლიტიკა
- მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი ხელშეკრულებაზე და უკან დააბრუნოს საქონელი ან მომსახურება 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ეს ვადა აითვლება:
- ნასყიდობის შემთხვევაში − საქონლის მფლობელობაში მიღებიდან
- მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში − ხელშეკრულების დადებიდან
- აღნიშნული მოთხოვნის სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია, ელ. ფოსტაზე info@sezoni.ge წერილობით მოიწეროს შემდეგი დეტალები - სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, რეგიონი/ქალაქი, მისამართი, შეკვეთის ნომერი, შეკვეთის თარიღი, შეკვეთის მიღების თარიღი და პროდუქტის სურათები.
- მომხმარებელი ვალდებულია, ნივთი დააბრუნოს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, სოფელი დიღომი, აღმაშენებლის 2ბ.
- თუმცა, სეზონი უფლებას იტოვებს, მომხმარებლის მიერ ელ. ფოსტაზე მოწერის შემდეგ, დაუყონებლივ დაუკავშირდეს მომხმარებელს და მომხმარებელიდ თანხმობით შეცვალოს საქონლის დაბრუნების მისამართი და საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი.
- საქონლის დაბრუნების შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია
- მოვაჭრეს ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს საქონელი ნივთის დაბრუნების შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა
- თავად გასწიოს საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი.
- იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მახასიათებლები არ შეესაბამება პლატფორმაზე მითითებულ მონაცემებს, საქონელს გააჩნია თავდაპირველი ნაკლი ან დაზიანებულია, საქონლის უკან დაბრუნებას უზრუნველყოფს მოვაჭრე თავისი რესურსით.
- მომხმარებელი ვალდებულია სრულად დააბრუნოს საქონელი ყველა თანდართულ დოკუმენტთან ერთად.
- მოვაჭრე ვალდებულია საქონლის უკან დაბრუნების შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, უკან დაუბრუნოს მომხმარებელს მის მიერ გადახდილი თანხა.
- მოვაჭრეს უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება.
- თანხის ანაზღაურება მოხდება გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს.
- მომხმარებლის მიერ საქონელზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს დაკავშირებული ხელშეკრულებიდან მის გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.
- მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე და უპირობოდ დააბრუნოს პროდუქტი:
- მიწოდებული საქონლის ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ ცვლილებაზე, რომელსაც მოვაჭრე ვერ აკონტროლებს და რომელიც წარმოიშვა წინამდებარე დოკუმენტით დადგენილ ვადაში.
- საქონელი მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული.
- მიწოდებული საქონელი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს.
- მომხმარებელს მიეწოდა ჰერმეტულად დაცული საქონელი, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და, ამდენად, საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო.
- მიწოდებული საქონელი მიწოდების დროს, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს.
- დალუქული აუდიო ან ვიდეოჩანაწერი ან პროგრამული უზრუნველყოფა და მისი ლუქი მიწოდების შემდეგ დაირღვა.
- ჟურნალ-გაზეთები ან სხვა სახის პერიოდული გამოცემა.
- მომხმარებელმა საჯარო აუქციონის შედეგად შეიძინა პროდუქტი.
- მომხმარებელს ციფრული შინაარსი მიეწოდა არამყარი მატარებლით და ხელშეკრულების შესრულება მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო.
- 30 ლარამდე ღირებულების საქონელი.
- არ ბრუნდება პროდუქცია, თუ კომპლექტაცია არ არის წარმოდგენილი სრულად (ყუთი, ინსტრუქცია, პერიფერიული ნაწილები (ასეთის არსებობის შემთხევავაში), დამატებითი აქსესუარები და სხვა)
- არ ბრუნდება გამოყენებული პროდუქცია (არ იგულისხმება გატესტვა), თუ კომპანიას არ აქვს იმის შესაძლობლობა, რომ საკუთარი სახსრებითა ნივთი მოიყვანოს ხელახლა გასაყიდ კონდიციაში
- კანონის შესაბამისად, თუ ნივთის ან მის თანმხლებ ნაწილებს აღენიშნება რაიმე სახის ცვლილება (არ იგულისხმება სტანდარტულ პირობებში ყუთის გახსნა, რათა დათვალიერდეს პროდუქტი) კომპანია იტოვებს უფლებას ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა და შესაბამისად უკან დაგიბრუნოთ თქვენს მიერ გადახდილი თანხის ნაწილი, ნივთის მდგომარეობის შესაბამისად.